საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
სალომე სამადაშვილი
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
26 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი.

მათივე ინფორმაციით, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

„24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

თბილისში 24 თებერვალს მცირე წვიმა, ხოლო 25-26 თებერვალს მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. 25-26 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. 25-26 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 25-26 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. 25-26 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ნალექიანი ამინდი იქნება. 25-26 თებერვალს ზოგან მოთოვს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ნალექიანი ამინდი იქნება. 25-26 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს