საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე - ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის - ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება

წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის მათი [ოპოზიციის] მიზანი. ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ მიზანი ეს არის , - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში.

მდინარაძის განმარტებით, არჩევნების დღეს, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ვერ დაისმება, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, წინასაარჩევნო პროცესში შექმნან რევოლუციური მუხტი.

"ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით იციან, რომ პრობლემები ვერ შეიქმნება არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება და წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ და წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიეხმარა წამყვანიც, რომ ეს არ წამოსცდენოდა, მას ამან არ უშველა, იმიტომ, რომ ქვეცნობიერი არის ძალიან ძლიერი რამ, რაც ხშირად გაიძულებს, რომ რაღაც სიმართლე რაც შენს თავში ტრიალებს და რისთვისაც ემზადები, გათქმევინოს. შესაბამისად, ქვეცნობიერმა ათქმევინა ბატონ თემურს ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, ოღონდ გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს