საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი ფავლენიშვილი - როდესაც სალომე ზურაბიშვილი ევროპული ტიპის მმართველობაზე საუბრობს, უნდა გაახსენდეს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ყოფილი პრეზიდენტები, შეთითხნილი ბრალდებით, ციხეში არ არიან - მან მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოუშვას

როდესაც სალომე ზურაბიშვილი ევროპული ტიპის მმართველობაზე საუბრობს, პირველ რიგში, უნდა გაახსენდეს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ყოფილი პრეზიდენტები, შეთითხნილი ბრალდებით, ციხეში არ არიან - მან არჩევნების წინ, მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოუშვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი იქნება მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ევროპული მმართველობისთვის.

„ჩვენ მივესალმებით კოალიციურ მმართველობას, თანამშრომლობას კოალიციურ ველზე. თუმცა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს კოალიციაზე, ევროპული ტიპის მმართველობაზე, მას, პირველ რიგში, უნდა გაახსენდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ ევროპული ტიპის დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური დევნა. ყოფილი პრეზიდენტები არ არიან შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპულ მომავალზე და მთავარი ოპოზიციონერი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის კოალიციურ მმართველობისთვის და დემოკრატიული და ევროპული ტიპის მმართველობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოში კოალიციური მთავრობა იქნება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული.

„თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს