საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

123456789101112131415161718
Другие новости на сегодня
ირაკლი ზარქუა „ლელოს“ 1000-ლარიან საპენსიო დაპირებაზე - ციფრებში არიან დაკარგულები - რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო, რაც ნიშნავს, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი?

„ლელოზე“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუეში და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების და პენსიების 1000 ლარამდე ზრდის შესახებ.

მისი თქმით, ამ დაპირებით „ლელო“ საზოგადოებას ატყუებს, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, საქართველოს ეკონომიკა შემცირდება, რაც პენსიების ზრდას გამორიცხავს.

„ეს თავის დროზე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 1000-ლარიანი და 1500-ლარიანი პენსიები. „ლელოს“ პროპაგანდა არის, რომ რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო და ვის უწესებ სანქციებს? - შენს ქვეყანას და თუ შენს ქვეყანას უწესებ, ეს არის, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა. მით უმეტეს, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი? თუ დაპირება გასცეთ და მეტი არაფერი და ატყუებთ საზოგადოებას? „ლელო“, გამოფხიზლდი!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება