საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
-224 წუთის წინ
08.05.2025 / 16:58

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო

123456789101112131415161718192021
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - 10-წლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში ათეულში მოხვდა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით - მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ალტერნატივა კი არის წამება, გაუპატიურება, სიკვდილი და ომი

10-წლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში ათეულში მოხვდა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით - დიახ, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ალტერნატივა კი არის წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ „ქვეყნის მოღალატეებმა და მტრებმა არ ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება კეთილდღეობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რეალური დემოკრატია.

„დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. 10-წლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში ათეულში მოხვდა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და რატომ არ უნდა გვქონდეს ამაზე საუბარი ჩვენს ხალხთან? გგონიათ, რომ ერთია ჩვენ რას ვამბობთ და ხალხმა ეს არ იცის, გვიჯერებს რასაც ვამბობთ? ხალხმა ეს ყველაფერი ნახა, დაიჯერა და ამიტომ მიჰყვება უმრავლესობა. დიახ, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. რა აქვს მეორე ალტერნატივა ამომრჩეველს? - ალტერნატივაა წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, ყველა პარტია, მათ შორის დაშლილი, დაქსაქსული პარტიები მიწებებულები არიან ამ პარტიაზე. ყველა მათ თამაშს თამაშობს, სხვა თამაში არ არსებობს. არსებობს ერთი ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, ორი წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი იყო „მეორე ფრონტის“ გახსნა, უკრაინიზაცია, ქვეყნის განადგურება. ამას არ დავუშვებთ. ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს