საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება, 15-18 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa.

ამის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება.

„მასშტაბური გამოფენა ოთხი თვის განმავლობაში მასპინძლობდა დამთვალიერებელს და ის 40 000-მდე ვიზიტორმა იხილა. მუზეუმმა მომხმარებელს არაერთი აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ამასთან, ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ასევე, ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქართველი „სტრიტ არტისტების“ მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.

მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, 10 : 00 - 21 : 00, ორშაბათის გარდა.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X, Visa.

პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ