საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკა არის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება

ენერგეტიკა არის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება, რასაც შემდეგი წლების განმავლობაში და მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რისი მეშვეობითაც, ათასამდე სოფელი მიიღებს ინტერნეტზე წვდომას.

„აუცილებელი იქნება ძალიან მასშტაბური, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე წელს, გაგრძელდება არსებული პროექტების ბოლომდე მიყვანა, 2024 წელს დასრულება 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - ასეთია წლევანდელი გეგმა.

ასევე გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე სოფელი მაღალი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტზე მიიღებს წვდომას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს