საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
პაატა დავითაია - პროდასავლური ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები აქტიურად ჩაერთონ „მომავლის ქარტია - ერთობა ევროპისთვის“ პლატფორმაში, რაც შემდგომში გამოიწვევს კონსენსუსის გზით ამ ვალდებულებების შესრულებას.

„საპარლამენტო გამოსვლისას პრეზიდენტმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება ახალი პლატფორმის „მომავლის ქარტია - ერთობა ევროპისთვის“ შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ქვეყნის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. ის კითხვის ნიშნები, რაც არსებობს ოპოზიციაში ხელისუფლების მიმართ ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია, ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ცხრა პუნქტის შესრულებას. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები აქტიურად ჩაერთონ ამ ფორმატში, რაც შემდგომში გამოიწვევს კონსენსუსის გზით ამ ვალდებულებების შესრულებას. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ისეთი სტანდარტით, რასაც ითხოვენ ჩვენგან პარტნიორები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით და გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ ამ პლატფორმოს მუშაობაში, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ , - აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს