საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ეკატერინე მიქაბაძე - კორპორაციული ობლიგაციების ბაზარს საქართველოში შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ პანელურ ფორმატში საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდის პოტენციალზე ისაუბრა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პანელური დისკუსია, რომელშიც ეროვნული ბანკის გარდა "გალტ & თაგარტის", "თიბისი კაპიტალისა" და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, „სელფი მობაილის“ მიერ განხორციელებული სადებიუტო 65 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით განთავსებასთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ინვესტორი, რომელმაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებში განახორციელა ინვესტიცია, მათ შორის საპენსიო სააგენტოცაა.

„მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული ობლიგაციების ბაზარმა ბოლო წლებში დიდი ზრდა გვაჩვენა და 2023 წლის ბოლოს 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ქართული კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში საბანკო სესხების ხვედრითი წილი კვლავ საკმაოდ მაღალია. კორპორაციული სეგმენტის საბანკო სესხებზე დამოკიდებულება გვხვდება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებშიც. თუმცა, რომ შევადაროთ ევროკავშირში კომპანიების დაფინანსების ჭრილში საბანკო სესხებისა და ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მოცულობა, ობლიგაციების წილი ევროპაში საშუალოდ 24%-ს შეადგენს. შესაბამისად, კორპორაციული ობლიგაციების ბაზარს საქართველოში შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია“, - აღნიშნა პანელური დისკუსიის ფარგლებში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ლარის ობლიგაციების გამოშვებით კომპანიები სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შემცირებას შეძლებენ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ლარში დენომინირებული ფინანანსური ინსტრუმენტების ბაზრის განვითარება ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობასაც შეუწყობს ხელს.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ