საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

“MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა
-194 წუთის წინ
07.05.2025 / 17:54

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე - არ ველოდები, რომ მსჯელობა იქნება საკითხებზე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის - პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში 6 თებერვალს არის დაგეგმილი.

მისივე შეფასებით, არ ელოდება, რომ მოხსენება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება, რადგან სალომე ზურაბიშვილი განცხადებებს "გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან" აკეთებს.

ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მას "პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ".

"ერთია სურვილი, პრეზიდენტი გამოვიდეს და ადეკვატური განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში შექმნილ ურთულეს სიტუაციაში, ყველა ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, სწორედ ამ ბრუტალური დაპირისპირების გავლენის თავიდან ასაცილებლად იყო. უნდა იყოს ალბათ, კრიტიკაც, როგორც წესი და რიგია, ითქვას, სად ვხედავთ განვითარების საშუალებებს, სად არის ჩამორჩენა, მაგრამ სახელმწიფო მმართველობასთან ურთიერთობის ის სტილი, რაც სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა, ჩემი აზრით შენარჩუნებული იქნება. ამაში ვგულისხმობ მისი გამოსვლების იმ აბსოლუტურად მიუღებელ პასაჟებს, რაც ჰქონდა 26 მაისს და პარლამენტში გამოსვლისას. მეტიც, ამავე პათოსით საუბრობდა, როცა მთავრობისგან დამოუკიდებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და გარკვეულ შეხვედრებს ატარებდა. ამბობდა, რომ არ იმსახურებს ხელისუფლება, მაგრამ ხალხი არის სტატუსის მოლოდინში, რაც წარმოუდგენელი, არარსებული ფორმულაა ევროკავშირისა და მისი სტრუქტურებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროსაბჭოს და ევროკომისიის თავმჯდომარემაც.

ასე რომ, მე არ ველოდები, რომ იქნება მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, განცხადებები იქნება გაკეთებული გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან, რომელიც ასე ძალუმად ახასიათებს ნებისმიერ გამოსვლას, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ. როცა ამას ვამბობთ, ვგულისხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამწუხარო, მაგრამ საფუძვლიან გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
რა არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობა? - ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს