საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი „გეგმა B”- ს ამზადებს, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიატოვებს
-218 წუთის წინ
30.04.2025 / 23:56

ევროკავშირი “გეგმა B”-ს ამზადებს, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიატოვებს და რუსეთთან დაახლოებას

12345678910111213141516171819
123456
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ირაკლი ფავლენიშვილი
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
Reuters - ინდოეთი რუსეთისგან, როგორც იარაღის მიმწოდებლისგან, დისტანცირებას ცდილობს

ინდოეთი ცდილობს, დისტანცირდეს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელთან - რუსეთთან მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომმა შეაფერხა რუსეთის უნარი, საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება განახორციელოს, - ინფორმაციას Reuters-ი ინდურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ი წერს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი იარაღის იმპორტიორი ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს გააძლიეროს კავშირები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, იმ იმედით, რომ შეაკავებს ჩინეთს ინდოეთის რუსეთზე დამოკიდებულებისგან შეწყვეტით.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი შეიძინა, რომლის 65% ინდოეთმა რუსეთისგან შეიძინა.

”ჩვენ არ მოვაწერთ ხელს რაიმე დიდ სამხედრო შეთანხმებას რუსეთთან”, - განაცხადა ნიუ-დელიში მოქმედი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის ექსპერტმა რუსეთის საკითხებში, ნანდან უნიკრიშნანმა.

ექსპერტები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთმა საჯაროდ მოუწოდა ინდოეთს, თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ფოკუსირება დასავლური ტექნოლოგიების შიდა წარმოებაზე მოახდინა.

ინდოეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ გააღრმავონ ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება სხვადასხვა სფეროში. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთის შეერთებულ შტატებთან კავშირების შემდგომი გაძლიერება შემაშფოთებელია ჩინეთის გამო, რადგან ინდოეთისა და ჩინეთის ჯარები ჰიმალაის საზღვარზე 2020 წლიდან მოყოლებული დაპირისპირებაში არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის მქონე მეზობლებს 1962 წელს ერთმანეთის წინააღმდეგ ომი ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის საზღვრის 3 200 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ სადავოა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა