საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ექიმი თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს - მნიშვნელოვანია ფსიქიატრის ჩარევა, გამოხატულია შფოთვა და დეპრესია

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრის, ექიმ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილური არ არის, შესაბამისად, თუკი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, უკან მალევე დააბრუნებენ. აღნიშნულის შესახებ წულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ზოგადად, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, წონაში მატებაა, მაგრამ ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის, წინა გამოკვლევებს ახალი შევადარეთ და დიდი განსხვავება არ არის. კოგნიტიური თვალსაზრისითაც დაახლოებით იგივეა, რაც იყო, მანამდეც იყო გამოხატული შფოთვა და დეპრესია, ფსიქოლოგიურად არასტაბილურია, თუმცა, სომატურად დასტაბილურდა, მის სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე აღარ ემუქრება.

ჩვენი რეკომენდაციები ამ ეტაპზე გახლავთ ის, რომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ახლა ფსიქოთერაპიული ინტერვენციაა მნიშვნელოვანი ანუ ფსიქიატრის ჩარევა, იქ ეპიზოდურად უტარდება კიდეც ფსიქიატრის კონსულტაცია, მაგრამ ფსიქოთერაპიული ინტერვენცია ვერ მოხერხდა არსებული კანონმდებლობის გამო“, - განაცხადა წულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკის ხელმძღვანელთან საუბრისას მათ დააფიქსირეს მოსაზრება, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურად არ მიაჩნიათ.

„ჩვენი აზრი მოვახსენეთ მკურნალ ექიმსა და „ვივამედის“ კლინიკურ ხელმძღვანელს, რომლებიც ამ საკითხს ალბათ ერთობლივად გადაწყვეტენ, ეს მათი ექსკლუზიური პრეროგატივაა, მხოლოდ მათ აქვთ ამის გადაწყვეტის უფლება. ჩვენ ვუთხარით, რომ პაციენტი ფსიქოლოგიურად სტაბილურად არ მიგვაჩნია, რომც გადაიყვანონ, მალევე ალბათ, უკან დაბრუნდება ის იგივე ჩივილებით“, - განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივამედში“ გუშინ იმყოფებოდნენ. დასკვნას კონსილიუმი ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ