საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი ჩიქოვანმა ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრები გამართა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა, აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორი ბოდო შმიულინგი და კორპორაციაში შექმნილი მწვანე ენერგიის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები.

„შეხვედრაზე მწვანე წყალბადის საწარმოს მშენებლობისა და მწვანე ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და იურიდიული საკითხი განიხილეს. პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, უკვე შერჩეულია ტერიტორია, სადაც განთავსდება წყალბადის საწარმო, ე. წ. ელექტროლაიზერი. ასევე შედგენილია მწვანე წყალბადზე მომუშავე საავტობუსო მარშრუტები.

გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, პროექტში მონაწილე გერმანელი ექსპერტები შეიმუშავებენ ელექტროლაიზერის ტექნიკურ პარამეტრებს, განსაზღვრავენ მის სიმძლავრეს, ასევე გაკეთდება პროექტის 3D მოდელირება.

მისივე თქმით, კვლევის დასრულების შემდეგ განისაზღვრება, რა წარმადობის წყალბადის საწარმო იქნება საჭირო ბათუმისთვის.

შეხვედრის შემდეგ, გიორგი ჩიქოვანი ბათუმის ინდუსტრიულ ზონას ეწვია, სადაც მომავალში მწვანე წყალბადის საწარმო ასევე, ავტობუსების სატუმბი და წყალბადის შემნახველი სადგურები განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ მწვანე წყალბადის განვითარების პროექტი, საწყის ეტაპზე, ქალაქ ბათუმში წყალბადის საწვავზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვას გულისხმობს. შესაბამისი შეთანხმება მოიცავს როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმოს, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვის განვითარებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანულ-ქართული მთავრობის მოლაპარაკებების კვირეულის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორს, ბოდო შმიულინგს შორის ივნისში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს