უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
სულ მცირე სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა პაკისტანის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„პაკისტანმა ირანის სასაზღვრო სოფელს რაკეტებით შეუტია. სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. არცერთი მათგანი ირანის მოქალაქე არაა“, - იუწყება ირანული მედია.
პაკისტანი ადასტურებს, რომ ირანში ობიექტებზე იერიშები განახორციელა.
„ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და კონკრეტულად მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სიესტან-ო-ბალუჩისტანის პროვინციაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პაკისტანის საგარეო უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული რამდენიმე ტერორისტი.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა დაადასტურა, რომ სამშაბათს პაკისტანში „ტერორისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ იერიშები განახორციელა.