საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ილია დარჩიაშვილმა იტალიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა იტალიელ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს და ინტერესებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ხაზი გაუსვა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს დეტალურად გააცნო, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. იმედი გამოთქვა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა 2023 წლის აპრილში ჩამოყალიბებული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ ტენდენციას და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას.

მასიმილიანო დ'ანტუონომ თავის მხრივ, დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს