საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს
-191 წუთის წინ
09.04.2025 / 22:19

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
თინათინ ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პაატა მანჯგალაძე - ალილოს დროს რომ ხარებასავით არის, ისე შემოვივლით თითოეულ ოჯახს - როგორც მოციქულებს მიჰქონდათ, რომ „არსებობს სიცოცხლე, უფალი ჩვენთანაა, ჭეშმარიტება"

„ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოყვანით არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას და ამ პოზიციაზე კონსტანტინე გამსახურდიას წარდგენას. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძის გაშვება პოლიტიკას უკავშირდება.

„პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებით, რომელიც ვნახეთ, მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა.როგორც განცხადებიდან ვიცით, ადამიანს უთხრა კარგად მუშაობ, მაგრამ ახლა, სიახლის და განახლების დრო არისო. ისინი 12 წელია [„ქართული ოცნება“] ცუდად მუშაობენ და ჩვენც იმას ვამბობთ, რომ პოლიტიკურად განახლების დრო არის. რაც შეეხება გიორგი კეკელიძეს, შემიძლია უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, ამ მიმართულებით ძალიან დიდი რეფორმები ჩაატარა, ის არის ნიჭიერი ადამიანი. რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვუკავშირებ. „ქართულ ოცნებას“ ელექტორალურად ძალიან უჭირს. პირველი პრეზიდენტის ვაჟის, კოკო გამსახურდიას ამ პროცესში შემოყვანით ახლა არის მცდელობა იმისა, რომ „ინადირონ“ პირველი პრეზიდენტის მომხრეების ხმებზე და ამ ხალხის ლოიალურობა მიიღონ, რაც არ გამოვა იმიტომ, რომ ისინი ძალიან პატრიოტი ხალხია. კოკო გამსახურდიას ბიბლიოთეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენას, რა თქმა უნდა, სხვა მიზანი არ აქვს იმიტომ, რომ მე არ მინახავს კოკო გამსახურდიას რამე იდეა ჰქონოდეს იმაზე დიდი ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. ამაზე მეტს კოკოზე არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია ჩემთვის არის სიმბოლო პატრიოტიზმის, ეროვნულობის, მამულიშვილობის და მის ოჯახზე და შვილზე ნეგატიურად მეტს არ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე, არც მაქვს ამის საფუძველი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა გადაცემაში ისაუბრა „გამარჯვების კოალიციის“ გეგმებზე. მისი თქმით, წარმოადგენენ ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ კამპანიას,ასევე, აპირებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ოჯახთან მივიდნენ.

„ის, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია ხალხმა გაიგო. ჩვენ რას გავაკეთებთ ხალხთან ერთად, მთელი კამპანია ამაზე იქნება[აგებული]. ახლა ვშლით გეგმას, როგორ მივიდეთ ოჯახ-ოჯახ, აი, როგორც მოციქულებს მიჰქონდათ, რომ „არსებობს სიცოცხლე, უფალი ჩვენთანაა, ჭეშმარიტება“. ხალხი ქვეყნიდან გარბის, კორუფცია, სიღარიბე განაჩენი არ არის, საქართველოს ქართველ ხალხთან ერთად შეუძლია გამარჯვება. საქართველოს უდიდესი გამარჯვება, შესაძლებლობა აქვს და ამ რწმენით და იმედით შემოვლილთ ყველა ოჯახს. ალილოს დროს რომ ხარებასავით არის, ისე შემოვივლით საქართველოს მოქალაქეების თითოეულ ოჯახს“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ შემოსვლას, მანჯგალაძის თქმით, ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე და ვერც კალაძე ვერ ასრულებენ გრავიტაციის ფუნქციას პარტიის შიგნით, რისთვისაც ივანიშვილის დაბრუნება გახდა საჭირო.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ეს არ არის მისი დალხენილი პოლიტიკური ყოფიდან გამოწვეული. შეიძლება ითქვას, ფინანსურად წინ მიდის, მაგრამ პოლიტიკურად ასე ნამდვილად არ არის. არ დამალა, რომ ძალიან დიდი საფრთხე იყო „ქართული ოცნების“ ელექტორალური რღვევის, ჩამოშლის. ბიძინა ივანიშვილი დააბრუნეს იმიტომ, რომ ვერც ღარიბაშვილი, ვერ კობახიძე და ვერც კალაძე შეასრულებს „ქართული ოცნების“ შიგნით გრავიტაციის, მიზიდულობის ღერძის ფუნქციას. ასეთი კვლავ ივანიშვილი გამოიყვანეს, სამჯერ წასული და წამოსული ადამიანი. თვითონ თქვა, თუ ორჯერ ვიყავი და კვლავ ჩემი მოსვლაა საჭირო, მერე რას ვექაჩებიო. მე მართლა ვერ გავიგე, რას იქაჩება,“ -განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ