საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დმიტრო კულება აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება შეძლონ“, - განაცხადა კულებამ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.

„საფრანგეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება უცვლელია და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და არტილერიის მიწოდებით გამოიხატება. ვიცი, როგორ აფასებთ ფრანგულ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი მიწის დასაცავად მიიღეთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკუთარ მიწაზე იარაღის საწარმოებლად უკრაინის შესაძლებლობა ერთობლივად გავაძლიეროთ და ჩვენ მზად ვართ ამ სფეროში დაგეხმაროთ“, - განაცხადა სტეფან სეჟორნემ. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის