საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება.

„ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ. სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. ნორმალურ სახელმწიფოში სწორედ სოციალური სამსახურის მოვალეობა არის მსგავსი მგრძნობიარე ვითარება აღმოაჩინოს და მოახდინოს ასეთი ოჯახური ძალადობის პრევენცია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პრევენციის მექანიზმები სათანადოდ არ მუშაობს.

„სინამდვილეში საქართველოში არც პრევენციის მექანიზმები მუშაობს, სოციალური სამსახურის სახით, არც გამოძიების მექანიზმები მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სოციალური სამსახური, რომელიც არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ექნება სურვილი, საშუალება და კომპეტენცია, დროულად დააკვირდეს ოჯახში ვითარებას და თავიდან აირიდოს ოჯახში ძალადობის საზარელი შემთხვევები“- აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2025
ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი
„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ
ბანკი ქართუს განცხადება
Service Clinic - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში