საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია განადგურებულია - მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩანს, რომ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ

ოპოზიცია განადგურებულია - ჩანს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სიმშვიდე და გააზრებული პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს.

“მგონი ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია განადგურებულია. ჩანს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ, ვერ გამოდიან იმ დახურული წრიდან, სადაც წლებია, რაც არიან. “რუსეთი”, “სააკაშვილი” ამ თემებს ვერ სცდებიან. როგორც ჩანს, მომავალი არჩევნები ოპოზიციის მხრიდან შინაარსისგან იქნება დაცლილი, რაც მეორე მხრივ საფრთხეს ქმნის. როდესაც ოპოზიცია სუსტია, კუთხეშია მიმწყვდეული სისუსტის გამო, იმის რისკი, რომ აირჩიონ რადიკალური გზა მაღალია. ამას ვხედავთ ჩვენ ბოლო წელიწადი და ნახევარია. მოლოდინია, რომ ოპოზიცია აგრესიული და რადიკალური იქნება, ექსტრემისტული”,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, “ოპოზიციაში იდეებისა და ადამიანური რესურსის კრიზისია".

კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით “ქართული ოცნების” დამარცხებას, პაპუაშვილი პასუხობს: “საბოლოო ჯამში, გაერთიანებული ძალებით დამარცხდებიან”.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა