საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

“MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა
-219 წუთის წინ
07.05.2025 / 17:54

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დიმიტრი შაშკინი - ბევრი პარტია უშვებს შეცდომას, როცა ჰგონია, რომ შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორატი წაართვას - ჩვენ დაგვანებონ თავი, ჩვენი ელექტორატი მდგრადია

საქართველოში ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც ჰგონია, რომ შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორატი წაართვას - ჩვენ დაგვანებონ თავი, ჩვენი ელექტორატი მდგრადია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ლელოს“ საარჩევნო გეგმების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების ნაცვლად მოსახლეობის იმ ნაწილთან უნდა იმუშაოს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვიტავს, ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოსაზრებას, რომ საქართველომ ძველ პოლიტიკას უარი უნდა უთხრას, შაშკინი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო პარტია „ახალი მემარჯვენეების“, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის პერიოდში შეიქმნა.

„საქართველოში ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც ჰგონია, რომ შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორატი წაართვას. ბოლო 11-მა წელმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი არის მდგრადი. ახალი პარტიები იქმნება, პარტიები უქმდება, ახალი პოლიტიკური კოალიციები იბადება, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. ვერაფერს წაგვართმევენ და ჩვენთან დაპირისპირების ნაცვლად, ჯობს შეხვდნენ მოსახლეობას. მოსახლეობის დიდი რაოდენობაა, რომელიც არაა გარკვეული, ვის აძლევს ხმას. ბევრი რამაა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. იმ ხალხს უნდა ელაპარაკონ და თავიანთი ელექტორატი შექმნან“,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ აქამდე გასულ ჯგუფებზე ისაუბრა და რიტორიკული კითხვა დასვა: „სად არიან ახლა ისინი?“.

„ყველას ღმერთმა ხელი შეუწყოს. ჩვენ დაგვანებონ თავი, ჩვენი ელექტორატი მდგრადია. ეს ხალხი აძლევს ხმას [ნაციონალურ მოძრაობას] იმ ფასეულობების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ასხივებს. მან შექმნა ეს პარტია და ის აერთიანებს პარტიას. სხვის შეცდომებზე ისწავლეთ რა. სამი ჯგუფი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსული. სად არიან ეს ჯგუფები? რას მიაღწიეს? საუბარია იმაზე, აიღებენ თუ არა 1%-ს. ემუშავეთ ხალხს, რომელიც არც იმას აძლევს ხმას, არც ამას. მოიპოვეთ მათი ნდობა. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ გვინდა, „რუსული ოცნება“ მოშორდეს, რადგან გვჯერა, რომ ამ ქვეყანას თუ „რუსული ოცნება“ მოშორდება ევროკავშირის“ წევრი ქვეყანა გავხდებით 4 წელიწადში. მიხეილ სააკაშვილმა ეს დაპირება მისცა მოსახლეობას, რომ 4 წელიწადში, არჩევნების შემდეგ ჩვენ საქართველოს ევროკავშირში შევიყვანთ“,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მის მომავალს, თუ არჩევნებში დამარცხდება, შაშკინი ამბობს, რომ თუ ახლანდელი მმართველი პარტია არჩევნებს წააგებს, ივანიშვილი „დაანგრევს თავის პარტიას“.

„ქართული ოცნების“ პრობლემა ხომ არის ის, რომ ის არის ერთი ადამიანის შექმნილი პარტია და ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც თვლის, რომ პარტიის ლიდერია, არაფერს ცვლის. „რუსული ოცნების“ მომავალს განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილს. მას შეუძლია ეს პარტია დაანგრიოს ერთ დღეში. ის გაქრება როგორც გაქრა სმკ. ეს იყო შევარდნაძის მიერ შექმნილი პარტია, ვიღაცებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ლიდერები არიან, მაგრამ არ იყო შევარდნაძე და გაქრა პარტია. იგივეა „რუსული ოცნება“. არანაირი შურისძიების, დასჯის პოლიტიკის მომხრე არ ვარ. კარგი იქნება, თუ ეს პარტია დარჩება, იქნება უმცირესობაში პარლამენტში და იმუშავებს ისე, როგორც ოპოზიციას სჭირდება, თუმცა მე ამის სამწუხაროდ, არ მჯერა, რადგან ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ივანიშვილს პარტია ოპოზიციაში არაფრისთვის არ სჭირდება. ვთვლი, რომ ის დაანგრევს თავის პარტიას [თუ არჩევნებში წააგებს]“,- განაცხადა შაშკინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
რა არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობა? - ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს