მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი ანრი ოხანაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც კობახიძემ წარდგენისას განაცხადა, ანრი ოხანაშვილს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ღირსეულად უხელმძღვანელოს.
„მე მინდა, თქვენს წინაშე ოფიციალურად წარვადგინო სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დრამერების მუსიკალური პერფორმანსით დაიწყო, რის შემდგომაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე თოვლის ბაბუასთან ერთად ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა იზრუნეს.
„შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა.
გარდაბანში, საახალწლო აქტივობა ნაძვის ხის ანთებით არ სრულდება, 3 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გარდაბანში საახალწლო ღონისძიება გაიმართება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.