საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Ираклий Кобахидзе о саммите Европейского объединения – Я готов разговаривать со всеми  -Мы будем говорить о главных посылах нашей страны, связанных с нашими коренными, национальными интересами
-4 минут назад
16.05.2025 / 12:58

Это – важный саммит – Я готов разговаривать со всеми – указанное заявление по саммиту Европейского объединения,

12345678910111213141516171819202122232425
Другие новости на сегодня
ლევან ხაბეიშვილი „ხალხის ძალაზე“ - არ არის ეს ხალხი საინტერესო, ყველას კარგად ესმის, რომ რუსული პროპაგანდის გაგრძელება ხალხია

არ არის {ხალხის ძალა} საინტერესო. ყველას კარგად ესმის, რომ რუსული პროპაგანდის გაგრძელება ხალხია, რასაც ბოდავენ სიმონიანის და სალავიოვის ენით, არ არის საინტერესო, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ განცხადებას.

„როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ხალხის ძალა“ რუსული პარტიის გაგრძელებაა.

„თქვენ რა კონკრეტული პარტიაც ახსენეთ, ეს არის რუსული პარტიის გაგრძელება კიდევ უფრო რუსები და პუტინისტები. მათ რუსულ განცხადებებზე არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას. არ არის ეს ხალხი საინტერესო. ყველას კარგად ესმის, რომ რუსული პროპაგანდის გაგრძელება ხალხია, რასაც ბოდავენ სიმონიანის და სალავიოვის ენით, არ არის საინტერესო. რუსული ოცნება ხელისუფლებაში არ უნდა იყოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დათქმებში წერია, რომ „საქართველოში რუსული პროპაგანდა მძვინვარებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს“.

„ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს", „სადაც უნდა იქ წაიღონ“, „სათაგურია“, ბოდიში და „ჩათლახები არიან ჩვენი პარტნიორები და სენატორები“, ეს არის მათი {მმართველი გუნდის} ლექსიკა, ასე საუბრობენ. ერთადერთი ფაქტორია გადასაწყვეტი, რუსული ოცნება უნდა შეიცვალოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, უმრავლესობაში შემავალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალა“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც "გლობალური ომის პარტიამ" უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ რევოლუციური აქტუალობა დაკარგა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში "გლობალური ომის პარტია" უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა - ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის