საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ზურაბ პოლოლიკაშვილი - მინდა, გავიგო რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად - ძალიან სერიოზული ბრალდებაა, ამიხსნან რა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რაც ჩავიდინე
-183 წუთის წინ
15.05.2025 / 22:58

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ ახსნას, რატომ გამოიწვიეს მისი კანდიდატურა.

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სოზარ სუბარი
პარლამენტის წევრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა - თუკი ევროკავშირში პოლიტიკური  გადაწყვეტილება მომწიფდება, შეუძლიათ დღესვე გაგვიხსნან მოლაპარაკება

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ევროკავშირთან მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა. ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის შეფასებით, გამოჩნდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მართალი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და გამოჩნდა, რომ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტთა ჯგუფი ამ მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

„ამ ანალიზს თუ გავყვებით და საქართველოს ხელისუფლება თუ ასე გააგრძელებს, ხელისუფლება წარმატებით დაიწყებს ამ საკითხებზე მუშაობას. ერთადერთი რისი შიშიც მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა საარჩევნო პერიოდი გვექნება, ოპოზიცია და ზოგიერთი პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ უფრო გააფთრებულად შეეცდება რადიკალური დღის წესრიგის შემოტანას, კიდევ უფრო გააფთრებულად შეეცდება ყველანაირად დაანახოს ევროკავშირს ქვეყნის შიგნით განხეთქილება. ამას აკეთებდნენ წლინახევრის განმავლობაში და ვერ შეძლეს. იმედი მაქვს, ვერც ამის შემდეგ შეძლებენ.

რაც შეეხება, ასევე მოლაპარაკებების გახსნას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა. ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. სხვათა შორის, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირმა თავის დროზე საქართველოსთან დაიწყო 3 წლით გვიან, ვიდრე უკრაინასთან, მაგრამ უკრაინასთან შედარებით მალე დავხურეთ ეს მოლაპარაკებები. პარლამენტის ფოკუსი იქნება ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი იქნება მომწიფებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მალევე დავხუროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, დღესაც, ობიექტურად საქართველო, უკრაინა , ბოსნია-ჰერცეგოვინა და სხვა მოქმედ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ლიდერი.

„დღესაც, რომ ავიღოთ და ობიექტურად შევადაროთ, საქართველო, უკრაინა , ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბევრი მოქმედი კანდიდატი ქვეყანა საქართველო არის ლიდერი. თუკი ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება, შეუძლიათ დღესვე გაგვიხსნან მოლაპარაკება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა