საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

მამუკა ხაზარაძე - ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა
-229 წუთის წინ
13.05.2025 / 13:17

ბიძინას „ოცნება“ აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ვიცე-პრემიერს

12345678910111213141516171819
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს - 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს

2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს - 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რეკორდული მაჩვენებელი იყო ბათუმშიც და წელს ბათუმის აეროპორტი 650 000 მგზავრს მოემსახურება.

„ასევე შედარებისთვის, მეგობრებო, 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს - 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს.

ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურება – 1.7 მილიონ მგზავრს ველოდებით წელს, აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, მოგეხსენებათ;

ბათუმშიც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო, 650 000 მგზავრს მოემსახურება ბათუმის აეროპორტი წელს.

ეს ტენდენციები გრძელდება, ძლიერდება. უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია, ჩვენ ჩინეთთანაც გავხსენით ახლა, რამდენიმე თვის წინ უვიზო რეჟიმი, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ ბაზართან თანამშრომლობის გაღრმავებას, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ასევე აქტიური მუშაობის შედეგად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვან ავიაკომპანიასთან მოვახერხეთ მოლაპარაკება და დაინიშნა რეგულარული ფრენები, სექტემბრიდან გაიზარდა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ინდოეთშიც. ჩვენ ცხადია გვჭირდება აეროპორტების მეტი განვითარება, იცით, რომ ჩვენ დავაანონსეთ ახალი აეროპორტის განვითარების შესახებ, რომელზეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯება და ჩვენი ამბიცია და მიზანი არის რომ შეიქმნას ქვეყანაში საერთაშორისო დონის კლასის აეროპორტი, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სატვირთო და სამგზავრო ტერმინალებით.

ქუთაისის აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, მიიღებს მეტ ავიარეისს, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავ ოპერირებას.

ჩვენ თელავში უკვე დავიწყეთ და ვიწყებთ აქტიურად უკვე მშენებლობას, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობაც იქნება 50 000-ამდე მგზავრი და ოთხივე სეზონის განმავლობაში შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება