მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ნაწყენები იყვნენ, რომ ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე ხელშეკრულებით დაასაქმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს”, - ნათქვამია განცხადებაში.