ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
შვედეთი უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი ავრცელებს.
ულფ კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთის მიერ გამოყოფილი თანხა ზამთარში უკრაინის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ ენერგეტიკულ ტერორიზმს ახორციელებს.
„რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად უტევს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უკვე არსებული მძიმე განსაცდელი კიდევ უფრო გაართულოს. ამ პაკეტით ჩვენ გვსურს უკრაინას როგორც ახლის მშენებლობაში, ისე დანგრეულის აღდგენაში დავეხმაროთ“, - განაცხადა იოჰან ფორსელმა.