საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

123456789101112131415
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
თინათინ ბოკუჩავა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი ფავლენიშვილი - უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც - ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე

უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც და ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, კონტექსტიდან ამოვარდნილად საქართველოს ხსენება არასდროს ყოფილა ევროპულ ასპარეზზე, არც უკრაინის, არც მოლდოვის. ესენი არიან ერთი გეოპოლიტიკური პაკეტის ქვეყნები.

„ჩვენ კარგად უნდა აღვიქვათ, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილად საქართველოს ხსენება არასდროს არ ყოფილა ევროპულ ასპარეზზე, არც უკრაინის, არც მოლდოვის. ესენი არიან ერთი გეოპოლიტიკური პაკეტის ქვეყნები, თუ შეიძლება ასე ითქვას და უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც და ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება