საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

UEFA fines Georgian Football Federation €40,000 - National team to play one match behind closed doors
-3 minutes ago
09.04.2025 / 22:03

According to UEFA's decision, the Georgian national team will play one UEFA-sanctioned match behind closed doors. The information was released by the Georgian Football Federation.

12345678910111213141516171819202122
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Shalva Papuashvili
Speaker of Parliament of Georgia
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
Ilia II
Catholicos-Patriarch of All Georgia
Tina Bokuchava
United National Movement faction chairwoman
57
Profile
Other news for today
რომან გოცირიძე - მელიას პარტია იქნება სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას - საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად წარმომიდგენია

მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას - საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ- ერთ ნაწილად წარმომიდგენია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება, რაც შეეხება ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნებას, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია და მას ექნება მხარდაჭერა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლებისა, რომელთა საკმაოდ ნაწილი განხიბლულია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალაზე როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ უნდოდა მისთვის ხმის მიცემა. ეს ეხება ასევე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს. ნიკა მელია შესაძლებელია ამ ყაიდის ელექტორატის შემკრებიც იყოს, ასევე სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ იგი გააძლიერებს მომავალში მთავარი პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. მძლავრი პოლიტიკური ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობა“, პლუს გახარიას პარტია, რომლებიც, ალბათ, გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს და აქეთ მათზე ძლიერი ასეთი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ხელისუფლების შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორ“, - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას და ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიასთან, გოცირიძე პასუხობს, რომ მას თავი მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნაწილად წარმოუდგენია, თუმცა, რა მოხდება მომავალში არავინ იცის და ამაზე საუბარი ნიკა მელიასთან არ ჰქონიათ.

„ნახევარი წელია ვსაუბრობ, რომ უნდა შეიქმნას მთავარი ოპოზიციური ცენტრი, მე წარმომადგინა საკუთარი თავი ამ დიდი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად. რა მოხდება მომავალში, ეს ჯერ არავინ იცის, არც მე და ხატიას გვქონია ამაზე საუბარი, არც ნიკასთან, ასე რომ დავაკვირდებით პროცესებს. მთავარია, ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს და ისეთი სტრუქტურა მიიღოს ოპოზიციის გაერთიანებამ, რომ მან შეძლოს „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა”, - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ