საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციაში გაზაფხულისთვის, ალბათ, გამსხვილების პროცესი დაიწყება, პრეზიდენტის გეგმები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაერთიანდება ოპოზიცია

ერთი რამ არის ცხადი, ქართულ პოლიტიკურ ველზე დიდი გათამაშებების ეპოქა იწყება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საით წავა ნიკა მელია თავისი საკმაოდ სოლიდური რესურსით - დაანონსდა, რომ პარტიას აკეთებს ნიკა გვარამია, მნიშვნელოვანი იქნება, ნიკა მელია მისი ამ რესურსით არჩევნებში ვისთან ერთად გადაწყვეტს მონაწილეობას, - ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების ნაწილი სხვადასხვა ოპოზიციურ პლატფორმაზე გადანაწილდება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ პოლიტიკურ ველზე, ასევე, ველით ნიკა გვარამიას შემოსვლას, რომელიც ასევე წაიყვანს „ნაციონალური მოძრაობის“ამომრჩევლის ნაწილს. ამიტომ, იმის თქმა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ მენეჯმენტზე განაწყენებული ამომრჩეველი, მაინც და მაინც, ნიკა მელიას ამომრჩეველია, გაგვიჭირდება. როგორც აღვნიშნე, ველზე ნიკა გვარამიას შემოსვლის მოლოდინიც არის და თავისუფლად შეიძლება, რომ ეს ამომრჩეველი გვარამიასკენ წავიდეს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ნიკა გვარამია ცალკე გადაწყვეტს რამეს, თუ აპრიორი ნიკა მელიასთან ერთად.

ამასთან, მისი თქმით, ასევე თავისუფალია შემდეგი ფლანგები, პარტიები, როლებსაც აქვთ შანსები, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ და რეიტინგი მოიმატონ, ესენია: გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო“, ელენე ხოშტარია-ზურაბ ჯაფარიძის გაერთიანება, ნიკა გვარამია და თუკი გვარამია-მელია რესურსებს გააერთიანებენ, ასეთ შემთხვევაში ეს უფრო ძლიერი ძალაა ვიდრე ცალ-ცალკე. ლაგაზიძის მოსაზრებით, ამავდროულად, საკითხავია, შემოვა თუ არა პოლიტიკურ ველზე ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, არასამთავრობო სექტორის შლეიფით და სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ „გაზაფხულისთვის გამსხვილებს პროცესი დაიწყება“.

„არის ორი პოლიტიკური ცენტრი,“ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების კვალობაზე, ვინ შეიძლება გაძლიერდეს ნიკა მელიას რესურსით. ერთი მხრივ, არის გიორგი გახარია, რომელიც შეიძლება გახდეს მიზიდულობის ცენტრი მელიას ახალი პარტიისთვის, ნინო ლომჯარიასთვის, ამას თეორიულად ვმსჯელობ. მეორე მხრივ, აქეთ არის „ლელო“, რომელიც ასევე შეიძლება გახდეს მიზიდულობის ცენტრი ნინო ლომჯარიასთვის, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, ნიკა გვარამიასთვის ან გვარამია-მელიას ტანდემისთვის“, - განაცხადა ლაგაზიძემ და აღნიშნა, რომ დასრულებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასრულდება, თუმცა საკითხი დგას ასე, რამდენად იქნება ის, მსხვილი პარტია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუკი ვინმე გეგმაზომიერ, სტრატეგიულად გაწერილ და ტაქტიკურად სწორ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის სწორედ პრეზიდენტი.

„შევხედოთ მისი შეხვედრების დინამიკას. ასევე, ამომრჩევლის დიდი ნაწილის თვალში მან რეალურად მიიბა დასავლეთის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამ სტატუსის გადამრჩენის თემა. ასევე აკეთებს საზოგადოების კონსოლიდაციას, არ დარჩა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ ხვდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემის გარშემო.

რასაც აკეთებს, ლაზათიანად აკეთებს იმიტომ, რომ ევროპისთვის მისაღები ფორმით აკეთებს - ევროპელებს აჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპელები ვართ და კანდიდატის სტატუსი მხარდაჭერის ევროპული, ცივილური ფორმა ავირჩიეთ. მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს სერიოზული ელექტორალური რესურსია და ამომრჩევლის ფართო სპექტრში საკუთარი პერსონის ლეგიტიმაციას ახდენს. რამდენად აქცევს ის მორიგ პოლიტიკურ კაპიტალად, ესეც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გაერთიანდება ოპოზიცია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა