საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე - გარდა მრავალი შეცდომისა და დანაშაულისა, რაც სებ-ში თურნავას მოსვლის შემდეგ მოხდა, ის წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილების რევიზიას ეწევა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ცვლის

გარდა მრავალი შეცდომისა და დანაშაულისა, რაც სებ-ში თურნავას მოსვლის შემდეგ მოხდა, თურნავა წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილების რევიზიას ეწევა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარმოადგენს.

გოცირიძემ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გარდა ამისა, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ტენდენცია ძველებურად სარისკოა და ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკი არსებობს.

„გარდა მრავალი შეცდომისა და ვიტყოდი, დანაშაულისა, რაც ნათია თურნავას ეროვნულ ბანკში მოსვლის შემდეგ მოხდა და დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება რუსეთის აგენტისა და სანქცირებული პირისთვის დროის მოგების საშუალების მიცემა, რომ მისი ფინანსები რუსეთში გადაეტანა, ქალბატონი ნათია, ასევე, ეწევა წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილების რევიზიას. ის, ფაქტობრივად, ცვლის ფულად- საკრედიტო პოლიტიკას. სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კომერციულ ბანკებთან არის დაკავშირებული. მან ეს ახსნა იმით, რომ ბანკებს მეტი ფული დარჩებათ. ეროვნული ბანკის მიზანი არ არის ბანკების ფულით მომარაგება და ის, რომ ბანკებს მეტი ფულით დარჩეთ. მისი მიზანია ისეთი საზედამხედველო და მონეტარული პოლიტიკის გატარება, რომ ქვეყანაში იყოს ფინანსური სტაბილურობა, არ იყოს ინფლაცია, ლარი იყოს სტაბილური. დღეს ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი ყიდის იმ დოლარებს, რაც რუსეთიდან შემოდის. ტენდენცია ძველებურად სარისკოა, ლარის გაუფასურების, ფასების ზრდის რისკი არსებობს და ამ დროს აცხადებს კომერციული ბანკების გულის მოსაგებად რაღაც ნორმების შერბილებას. თურნავა გრძნობს რა მძიმე მდგომარეობაა, დადის სხვადასხვა უწყებაში, ტელევიზიებში, ხვდება ვიღაცებს, რეკლამებზე ჩანს და ბანკების საამებელ ნაბიჯებს დგამს. ერთ-ერთი სარისკო ნაბიჯი იყო უკრაინული კრიპტობირჟისთვის ციფრული ბანკის გახსნის ნების მიცემა, ამ კრიპტობირჟის დამფუძნებელი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც გაქცეულია და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მხოლოდ „დაგუგლვაა“ საჭირო, რომ დავინახოთ, რამდენად არასანდო პარტნიორი შემოჰყავს საქართველოში,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ