საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე - „ოცნების“ დამარცხება ახალი ცენტრის შექმნითაა შესაძლებელი, სადაც იქნებიან „ლელო“, ელისაშვილი, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკელები“, ანა დოლიძე, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ლომჯარია, მელია, ჩვენ და ა.შ.

საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხება მხოლოდ დიდი პოლიტიკური ცენტრის შექმნით არის შესაძლებელი.

რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ვინ წარმოუდგენია „დიდ პოლიტიკურ ცენტრში“ და როგორც განაცხადა, მასში უნდა გაერთიანდეს ყველა ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსი“.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ხმათა 15-20 პროცენტს, მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხრივ 20%-ის მობილიზებას შეძლებს და ხმათა თავის წილს მიიღებს გიორგი გახარიას პარტიაც, ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება შესაძლებელი იქნება.

„თუ ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, უნდა შეიქმნას დიდი, ნომერ პირველი პოლიტიკური ცენტრი, კოალიცია, ბლოკი, იმხელა ან იმაზე დიდი, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“. მე ვამბობ, რომ თუ აქეთ 20%-იანი ძლიერი ცენტრი იქნება, რომელიც გაერთიანდება და სადაც ჩვენს თავსაც ვხედავთ, იქეთ „ნაციონალური მოძრაობა“ -20%-ით, იქით გახარიას პარტია- 5%-ით, ეს უკვე არის ხელისუფლების ცვლილება. ცალკეული პარტიების მიერ 5%-იანი ბარიერის დაძლევა ნიშნავს არჩევნებში წაგების შეგუებას და საპარლამენტო წარმომადგენლობის ყოლას. პარტიები, რომლებიც ცალკე გავლენ, ნიშნავს, რომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს, იმიტომ, რომ შანსი ნული აქვთ, რომ გადალახავენ ამ ბარიერს.

ამ დიდ პოლიტიკურ ცენტრში უნდა იყოს ყველა, დღეს ვინც არის პარლამენტში, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიისა. გაერთიანებაში უნდა ვიყოთ მათ შორის ჩვენ, ალეკო ელისაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, რომელიც ახირებულ პოზიციაზეა და არ შემოვლენ ამ დიდ კოალიციაში, როგორც ჩანს, ასევე ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც - „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, ანა დოლიძე, პლუს ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკაში მოსვლის მსურველები და აქვთ საზოგადოებრივი ცნობადობა და რეიტინგი, ლომჯარია მაგალითად, ან ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო სექტორში არიან, ახალგაზრდები, რომლებმაც ძალიან დიდი პოლიტიკური სკოლა გაიარეს. მათ შორის ნიკა მელიაც- „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლისა და თვითდაზიანების ეს პროცესი დამთავრდება. ასევე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე.

ეს უნდა იყოს დიდი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს 15-20 ან მეტო პროცენტის აღების შესაძლებლობა. თუ არ ჩამოყალიბდა ეს ცენტრი ცვლილებები არ იქნება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც მან განმარტა, ამ ინიციატივაზე საუბარს ოფიციალური ხასიათი ჯერ არ მიუღია.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ