საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

კაია კალასი - ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ გადავცეთ ერთი მილიარდი ევრო თავდაცვითი ინდუსტრიისთვის
-216 წუთის წინ
08.05.2025 / 19:24

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა

123456789101112131415161718192021
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარე
გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პრემიერის მრჩეველი -  აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ ადრეული ქორწინება არ არის ჩვეულება ან კულტურის ნაწილი, არამედ ეს არის დანაშაული

აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ეს არ არის უბრალოდ ჩვეულება ან კულტურის ნაწილი, არამედ ეს არის დანაშაული,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა საქართველოში ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე შეფასებით, საჭიროა, რომ საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებთან ითანამშრომლონ.

„ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ძალიან მკაცრი პოლიტიკა აქვს - საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მექანიზმები აქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი დანაშაულების გამოვლენა და შემდეგ ამაზე რეაგირება. შემთხვევები, რა თქმა უნდა, მაინც ხდება. რაც უფრო მეტია ცნობიერების კამპანია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, მით უფრო მეტია მიმართვიანობა სამართალდამცავ უწყებებთან, რაც კარგია. ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელოთ, საზოგადოების ცნობიერება კიდევ უფრო გავზარდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ვიმუშაოთ იმაზე, რომ მოხდეს, თავდაპირველად, პრევენცია ამ დანაშაულის. შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ დანაშაული მაინც იქნება ჩადენილი, შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში. მხოლოდ პოლიცია, მხოლოდ სამართალდამცავი უწყებები ვერაფერს გააკეთებენ, თუ საზოგადოებამ არ ითანამშრომლა მათთან. იმისთვის, რომ საზოგადოებამ ამ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ, აუცილებელია მათი ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის უბრალოდ ჩვეულება ან კულტურის ნაწილი, არამედ ეს არის დანაშაული საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ ადამიანები ამას გააკეთებენ, ისინი უბრალოდ სისხლის სამართლის დამნაშავეები იქნებიან და კანონში წინაშე პასუხისგება მოუწევთ“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეიძლება ადრეულ ასაკში ნიშნობის აღმოფხვრა, თათულაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, მათ შორის, პარლამენტში გახსნილია.

„რაც შეეხება კონკრეტულად ნიშნობას, ამაზე დისკუსია გახსნილია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში. უბრალოდ ამ საკითხების გამოვლენა, ისევ და ისევ გამოწვევაა, რადგანაც მოქალაქეები და ოჯახები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები, როგორც წესი, ამის შესახებ არ საუბრობენ და მითუმეტეს, ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებებთან არ საუბრობენ. შესაბამისად, მათთან ეს ინფორმაცია არ მიდის ძალიან ხშირად. რაც უფრო გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება, მით უფრო ხშირად მივა სამართალდამცავებთან და უწყებებთან ეს ინფორმაცია და შესაბამისად, მით უფრო უკეთესი შედეგები გვექნება მომავალში“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „რომის სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს