საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

სერგეი ლაგოდინსკი - ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის? - ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან
-56 წუთის წინ
22.01.2025 / 00:22

ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის

1234567891011121314151617181920212223
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
მიხეილ ყაველაშვილი
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
საქართველოს დელეგაციის წევრებმა კახში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგობის დღესასწაული აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნეს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიერ დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნეს.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადახდილი სადღესასწაულო წირვის შემდგომ, დელეგაციის წევრები კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ. სადღესასწაულო მსახურება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) და მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა შეასრულეს.

რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებს საჩუქრებად ბიბლია დაურიგეს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, გურამ მაჭარაშვილი და ბადრი ბერიანიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ავთანდილ კვერნაძე, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს