საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
Другие новости на сегодня
მარია ზახაროვა - რუსეთი ოთხდღიან ჰუმანიტარულ პაუზას მიესალმება

რუსეთი ოთხდღიან ჰუმანიტარულ პაუზას მიესალმება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„ეს არის ის, რასაც რუსეთი კონფლიქტის ესკალაციის დაწყების დღიდან ითხოვდა“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამის“ არხზე.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება ღაზაში ოთხდღიან პაუზას, „ჰამასის“ მიერ დაკავებული 50 მძევლისა და ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს