საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
ვოლტერ თურქი ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე - კიდევ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება? ეს უნდა შეწყდეს

ღაზის სექტორის სკოლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და ალ-შიფას საავადმყოფოდან დიდი ევაკუაცია არის ქმედებები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაცვის ნორმებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები, მათ შორის გარჩევის პრინციპი, პროპორციულობა და სიფრთხილის ზომები საჰაერო თავდასხმების განხორციელებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამ წესების შეუსრულებლობა შეიძლება იყოს ომის დანაშაული”, - აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საფუძველზე.

”ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სახეებზე აღბეჭდილი ტკივილი აუტანელია. კიდევ რამდენი ძალადობა, სისხლისღვრა და უბედურება უნდა მოხდეს, სანამ ხალხი გონს მოეგება? კიდევ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება? ეს უნდა შეწყდეს”, - აღნიშნა ვოლტერ თურქმა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა