საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

France 24 - სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
-152 წუთის წინ
05.04.2025 / 17:03

სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ

12345678910111213141516171819202122
1234
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ანა ნაცვლიშვილი
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

„საბჭოს სხდომაზე განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, 1000-ამდე ასეთი ოჯახს მთავრობა შეუძენს ბინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. აღინიშნა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის, მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 180 000 000 ლარის სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121 445 138 ლარი.

ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობის საკითხები. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების გამომშვები იმ კომპანიებისათვის, რომლებიც წარმატებით განათავსებენ თავიანთ ფასიან ქაღალდებს კაპიტალის ბაზარზე, შეძლებენ დაიბრუნონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი. აგრეთვე განიხილეს კერძო კაპიტალის ე.წ. Private equity საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების საკითხები, რომლის მეშვეობითაც მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსების მისაღებად გამოიყენონ ალტერნატიული წყაროები.

სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შუალედური ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმის შესამუშავებლად მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმის შერჩევა. ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე შევიდა 19 განაცხადი, რომლებიდანაც შეირჩა 5 საუკეთესო, ხოლო გამარჯვებული 2023 წლის ბოლომდე გამოვლინდება.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზე. აღინიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რომლის პირველადი ვერსია შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან.

სხდომაზე განიხილეს CFD აუქციონების შედეგები და ახალი აუქციონის გამოცხადების მიმდინარეობის პროცესი.

მხარდაჭერის სქემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი აუქციონი, რომელიც გამოცხადებულ იქნა 300 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე.

უახლოეს პერიოდში იგეგმება სიმძლავრის აუქციონის მეორე ფაზის გამოცხადება, სავარაუდოდ, 600 მგვტ სიმძლავრეზე, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება მოხდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2025
კომპანია „ჩირინა“ განცხადებას ავრცელებს
კოლიერსი საგურამოში პირველ საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა