საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრი - საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, რომ იმუშაოს პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე

ადამიანები, რომელთა დროს, ევროპული შეფასებით, წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანების უფლებებზე, ეს არის უკიდურესი ცინიზმი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

ბრეგაძის შეფასებით, საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე.

„არ შემიძლია არ შევეხო, იმ მომენტებს და ინციდენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციის გარკვეულ წევრებს კრიტიკული და საქმიანი კითხვებისთვის. მათ ჯანსაღი კრიტიკაც გამოხატეს, რაც, რა თქმა უნდა, მისაღებია, შეიძლება ზედმეტი კრიტიკა არავის ესიამოვნოს, მაგრამ ეს არის დემოკრატია. თუმცა, უნდა გავჩერდე იმ საკითხზე, რასაც პოლიტიკური იანუსების ცინიზმი ჰქვია. რა არის თუ არა საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, რომ იმუშაოს პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ეს არის საზოგადოების უკიდურესი შეურაცხყოფა. ერთხელ მაინც მოიკითხონ საკუთარი საგმირო საქმეების შესახებ, როგორც წარსულ პატიმრებში და თუნდაც ახლა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ადამიანები, რომელთა დროს, ევროპული შეფასებით, წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანებს უფლებებზე, ეს არის უკიდურესი ცინიზმი“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დიდი სირცხვილია საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით ის „რეფორმები“, რომლებიც მათ პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელებს.

„ასევე, სახელმწიფო ინტერესით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე. ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რომელსაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, ეს, ნამდვილად, ისტორიული სირცხვილია. ჩვენი თავდაცვის ძალების შეურაცხყოფაა, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ. ამ ადამიანებმა იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, ხოლო მათი ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ცოტა ხნის წინათ, ამ ტერიტორიებს ქვა-გორიან ადგილებს უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვთო და ამ ბიჭებმა ამას შესწირეს სიცოცხლე. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვესაუბრება ოკუპაციაზე და სხვა საკითხებზე, რაც მიუღებელია. მე თუ მკითხავთ, ამ ადამიანების მმართველობის პერიოდი, დიდი სირცხვილია საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით ის „რეფორმები“, რაც მათ ციხეებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელეს“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს