საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819202122
123456
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.

„შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ