This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთებას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს და ამიტომ ცდილობს, ამ დროისთვის ბრძოლის ველზე თუნდაც რაიმე შედეგი აჩვენოს.
”ძალიან ინტენსიური თავდასხმებია, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს ახლა აქვს ძალიან ცინიკური და კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და მზად არის, დახოცოს თავისი ხალხი, რამდენიც უნდა, რადგან სურს, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში, როდესაც გეგმავს არჩევნების გამოცხადებას, რაიმე ტაქტიკური შედეგი მაინც აჩვენოს. რუსეთი ავდიივკასთან ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას იმაზე უფრო სწრაფად და მასშტაბურად კარგავს, ვიდრე ბახმუტთან“,- აღნიშნა ზელენსკიმ.