საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
გიგა ბოკერია - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღების შემთხვევაშიც კი, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ, რეალურად კი არ ვუახლოვდებით, არამედ ვშორდებით ევროპას, დასავლეთს

ივანიშვილის რეჟიმის გადარჩევამდე დასავლეთისგან სრული იზოლაციის საფრთხე მხოლოდ გაიზრდება და ამას დღეს მიღებული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქვეყნის და საზოგადოების ამოცანებისათვის დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება.

„არცერთი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს, რომ კანდიდატის სტატუსის გამო ვითარება ნაკლებ საგანგაშოა, ვიდრე აქამდე იყო. ივანიშვილის რეჟიმის გადარჩევამდე დასავლეთისგან სრული იზოლაციის საფრთხე, მხოლოდ გაიზრდება და ამას დღეს მიღებული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი - პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ სამოქალაქო ორგანიზაციების არაერთი ლიდერი, რომლებიც „ლაივში“ ელოდებიან ზარ-ზეიმით ევროკომისიის გადაწყვეტილებას (რომელიც უკვე დღეებია, რეალურად, ყველასთვის ცნობილია) ან თავს იტყუებენ ან თვალთმაქცობენ და მოქალაქეებს ატყუებენ,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, სინამდვილეში, ჩვენი ამოცანა უცვლელია - პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა პროდასავლური ანუ პროქართული, არაპოპულისტურ-შავრაზმული მთავრობით და ამ ქვეყნის რეალური შემობრუნება დასავლეთში ინტეგრაციისა და თავისუფალი სამყაროს წიაღში დაბრუნებისკენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოში ბელარუსის მოდელი გათამაშდა, ე.წ. ოპოზიციური „ოთხეული“  შეცდომას შეცდომაზე უშვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2025
კახა ოქრიაშვილი - სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა
დომუსი ავლაბარი - ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ევროპის ერთ-ერთ უძველეს კოიმბრას უნივერსიტეტში და Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის
Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს