საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
პაატა მანჯგალაძე - ჰერჩინსკიმ ალბათ, დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე იხუმრა, რომ მედიის სანქცირების კანონი მოეწონა

ჰერჩინსკიმ ალბათ, დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე იხუმრა, რომ მედიის სანქცირების კანონი მოეწონა - მედიის და კარვების კანონი, იუსტიციის საბჭოში "ქართული ოცნების" აქტივისტის არჩევა არ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, მანჯგალაძის შეფასებით, ჰერჩინსკის გზავნილი, რომ წელიწადნახევარში მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ნიშნავს იმას, რომ ევროპაში კარგად ხედავენ, რეკომენდაციების შესრულების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

"ყოველდღიურ კომუნიკაციაშია მათ შორის, ხელისუფლებასთან და კარგად იცის, რომ 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი. ეს გვითხრა ბორელმაც და მისი ჩამოსვლის შემდეგ თითი თითზე არ დაუკარებიათ. თუ ვინმე ფიქრობს, "ქართული ოცნების" აქტივისტები რომ აირჩიეს იუსტიციის საბჭოში, ამით რამე შეიცვალა, შემცდარა. რომ ჩათვალონ ეს შესრულებულად, მე ამის წინააღმდეგ არ წავალ, მაგრამ ევროპელები ჩვენზე კარგად ხედავენ, რა ხდება საქართველოში.

ელჩი არის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი და დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე იხუმრა ალბათ, რომ კარვების კანონი, მედიის სანქცირების კანონი მოეწონა, გაგიჟდა საერთოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტები რომ აირჩიეს იუსტიციის საბჭოში და ხუმრობის ხასიათზე იყო. მე ვფიქრობ, ეს იუმორიდან არის, რადგან მედიის კანონი, კარვების კანონი არ შეიძლება მოსწონდეს ვინმეს და არც ის, რომ იუსტიციის საბჭოში აირჩიეს "ქართული ოცნების" აქტივისტი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა „წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა“.

ჰერჩინსკიმ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

მისივე თქმით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობა და ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა.

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარი-მარტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ