საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - დილიდან დაველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც შეხვედრაზე უნდა მოვიდეს
-129 წუთის წინ
16.05.2025 / 05:31

რუსეთი დღეს დილიდან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება,- ამის შესახებ სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ

123456789101112131415161718192021222324
1234567
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სოზარ სუბარი
პარლამენტის წევრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილთა მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასული იყო.

მათი ნაწილი ამბობს, ქვედა სართულიდან გაიგეს ქალის ტირილი, ამის შემდეგ კი იარაღიდან ოთხჯერ გასროლის ხმა. ნაწილი კი ამბობს, რომ გასროლის ხმა საერთოდ არ გაუგიათ.

მეზობლების განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იციან. იციან გარდა იმისა' რომ წყვილი განქორწინებული იყო.

მათივე ცნობით, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა.

„ბავშვები ტიროდნენ და იძახდნენ, „მამა არ გაპატიებთ”. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ამ ბავშვებს აწყნარებდნენ. ორი ბავშვი იყო, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდე, მეორე მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტი იყო, თუ მიცვალებულები იყვნენ ეგ ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა. ისიც არ ვიცოდი, რომ ორი (გარდაცვლილი) იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა,რომლებიც დედის სახელს იძახდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი აქ სამი თვეა რაც აქ ცხოვრობს. ახლა გავიგე, რომ ყოფილი მეუღლე იყო [ბრალდებული მამაკაცი]. ყველაფერი მოხდა უხმაუროდ. რომ არ მოსულიყო საპატრულო პოლიცია და ვერაფერს გავიგებდი. არც გასროლა გაგვიგია, სახლში ვიყავი… ის ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა შორენა ჟვანიამ.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა