საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ვიტაფეროლი, #1 D ვიტამინი საქართველოში, ოქროს ბრენდის მფლობელია

D ჯგუფის ვიტამინებში, „ვიტაფეროლი“ ოქროს ბრენდი 2022-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში #1 D ვიტამინის სტატუსი მოიპოვა. ბრენდის ნომინირება მისი ცნობადობის, ხარისხისა და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. ოქროს ბრენდი არის მთავარი ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას.

„ვიტაფეროლის“ სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი სოციალური კამპანია და D ვიტამინის დეფიციტის პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნვა. ბრენდის სახელით სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სოციალური პროექტი „მიიღე მზე“, რომლის ფარგლებშიც 4000-მდე „ვიტაფეროლი“ საჩუქრად სამშობიარო სახლებს, სკოლებსა და ბაღებს გადაეცათ ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის.

„ვიტაფეროლის დანერგვისას, ჩვენ ვაწარმოეთ აქტიური კომუნიკაცია D ვიტამინის საჭიროების შესახებ და კამპანია მივმართეთ ამ მნიშვნელოვანი, „მზისვიტამინის ფუნქციებისა და დადებითი თვისებების წარმოჩენისკენ. დაგვეხმარნენ სამედიცინო დარგის ექსპერტები და ექიმები, რომელთათვისაც ასევე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო რეკომენდაციების მოსახლეობამდე მიტანა და გაზიარება. საბოლოოდ, შეიძლება, ითქვას, ჩვენ, ერთობლივად, პირველებმა ჩავუყარეთ საფუძველი D ვიტამინის ნაკლებობის პრევენციის კულტურის დანერგვასა და ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში. ვიტაფეროლიახლა უკვე ოქროს ბრენდის მფლობელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი მას ასახელებს და ირჩევს #1 D ვიტამინად საქართველოში, ანდობს თავს და ოჯახის ყველა წევრს”, - აღნიშნავს ლიკა ლობჟანიძე, ფარმაცევტული კომპანიაარტფარმასდამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

100%-ით სუფთა სახის D ვიტამინი „ვიტაფეროლი“ ქართველი მომხმარებლისთვის 2016 წლიდან არის ხელმისაწვდომი, წარმოდგენილია ყველა სააფთიაქო ქსელში, 2 ფორმით, - „ვიტაფეროლის წვეთები“ ბავშვებისთვის 0 წლიდან და „ვიტაფეროლის კაფსულები“ უფროსებისთვის 12 წლიდან.

ბრენდს აწარმოებს ევროპული ფარმაცევტული კომპანია „Walmark”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია და წამყვანი პოზიციები უჭირავს საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით. საქართველოში „ვიტაფეროლს“ ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ წარმოადგენს.

„არტფარმას პორტფოლიო დღითი-დღე იზრდება. 10-მდე მსხვილ პარტნიორთან ვთანამშორმლობთ და პორტფოლიოში უკვე წარმოდგენილი გვაქვს 80-მდე ბრენდი. ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში დავაბრუნეთ ვიტამინებისა და მინერალების ძალიან ცნობილი ევროპული ბრენდი „ვიტრუმი“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ იყო ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. „ვიტრუმი“ ფართო ასორტიმენტით იქნება ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე და მნიშვნელოვანია, რომ მისი ბრენდის ქვეშაც დაგვემატა D ვიტამინი სამი სხვადასხვა და ძალიან მოსახერხებელი ფორმებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დაიკავებს მოწინავე პოზიციებს“, - განმარტავს ლიკა ლობჟანიძე.

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ 2014 წელს დაარსდა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას საქართველოში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის დანერგვას და ყველა მოქალაქისთვის მაღალი ხარისხის ევროპულ მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა ჩატარდა მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

(R)

გიორგი ლაბაძე -  ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად, რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს