საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს
-80 წუთის წინ
26.02.2025 / 06:21

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს

123456789101112
123
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
თეონა აქუბარდია
პარლამენტის წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის „ნაცების“ ბრალი და შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წინა ხელისუფლების ბრალია. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ისაუბრა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ამის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

ვოლსკის შესაბამისი განცხადება მოჰყვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, პერსპექტივის მინიჭების საკითხზე დისკუსიას, რა დროსაც წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ უნდა გაკეთებულიყო მეტი თუნდაც "მკაფიო განცხადებების" დონეზე ან სხვა პოლიიტკური ქმედებებით, რათა დასავლეთში დაენახათ, საით დგას საქართველო.

„ამის მერე თუ ვერ ხედავს, სად დგას საქართველო... რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის „ნაცების“ ბრალი და შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. უშიშროების საბჭოს არ მიმართეს, ადამიანები არ გამოიყვანეს ზონიდან. შვიდ აგვისტომდე გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთს არ აქვს არავითარი ინტერესი ცხინვალის რეგიონში“, - დასძინა ვოლსკიმ.

მანამდე გია ვოლსკიმ ისაუბრა NDI-ს კვლევაზე და უპასუხა კითხვას კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, რაზეც ვოლსკი აღნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირს, რაშიც "ლომის წილი" სწორედ, მმართველ პარტიას აქვს.

"რამდენია ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე. მომხრე 80 პროცენტზე მეტია, ვის აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, 4-5-ჯერ მეტი მხარდაჭერა, მთავარ ოპონენტთან მიმართებაში?- "ქართულ ოცნებას" ხომ? ლოგიკური დასკვნა უნდა გააკეთოთ - 80 პროცენტზე მეტი - თუ ამ ციფრებს ვენდობით, ამ ციფრის ლომის წილი "ქართულმა ოცნებამ" განაპირობა. ანუ ადამიანების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირს, მხარს უჭერს ქართულ ოცნებას",- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას და მისი დამსახურების კონტექსტს, ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ არის.

"არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მოლდოვას ვეჯიბრები და ნიშნისმოგებით ვეუბნები. მოლდოვაზე ძალიან დიდი რაოდენობის პუნქტებით წინ ვართ. ქვეყანა, რომელიც არის დსთ-ს წევრი, ნეიტრალური - არავითარი ნატო და ევროკავშირი არ უწერია კონსტიტუციაში. უამრავი ნიშნით ჩვენზე უკან არის, თუნდაც კორუფციის თემით. ან უკრაინაში რა სქემებია, ვიდრე დასავლეთმა არ დააძალა და ცხვირი არ დაარტყმევინა, არ მოკიდეს ხელი. ამდენით წინ ვართ და როცა გეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს კანდიდატის დონე და ამათ აქვთ, ეს უკვე სხვა დასკვნებზე უნდა [ვისაუბროთ]....ეს არის ის, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან დღეს სიგნალებს",- განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ " გადაწყვეტილება იყო მიკერძოებული, პოლიტიკური, არასწორი და უსამართლო საქართველოს მიმართ" და დარწმუნებულია, რომ ეს მიდგომა შეიცვლება.

წამყვანის რეპლიკაზე, ხომ არ გგონიათ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ დასავლეთი ვერ დარწმუნდა, რომელ მხარეს იყავით ომში, ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში რამდენიმე ინდიკატორია:

"სამი ინდიკატორია: ერთი როგორ უდგახარ გვერდზე ადამიანებს, წმინდა ადამიანური თემაა.

მეორე, გაქვს თუ არა რესურსი, რომ ჰააგის ტრიბუნალზე რუსეთის გადაცემაზე ხელი მოაწერო, სხვათა შორის მოლდოვამ ვერ გაბედა. გაქვს თუ არა რესურსი, რომ ხელი მოაწერო რუსეთის უფლებამოსილების შეჩერებაზე მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურებში. შენ რომ ამას აკეთებ, ეს თემა უკვე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნილია.

მესამე არის სამხედრო მონაწილეობა ამ პროცესში. როცა სამხედრო მონაწილეობას გვთხოვენ, ჩარტერულ თვითმფრინავებს გიგზავნიან, როცა "ბუკის" გაგზავნას გთხოვენ, აქ როგორი პროვოკაციაა", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა: "ჩვენ ხომ არ ვიცით, ხვალ რა ჯახი მოხდება. ჩვენ არ გვჭირდება ეს "ბუკი"?იარაღი არ გვჭირდება მივცეთ უკრაინას?", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვიტალი ბალა - ევროპელებისგან ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ევროპის ტერიტორიაზე დაყადაღებული რუსი ოლიგარქების თანხების უკრაინისთვის გადაცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2025
„ეფეს საქართველოს“ მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში ჯილდო 2 ნომინაციაში გადაეცა
როგორ გავიგოთ გვაწუხებს თუ არა ლაქტოზის აუტანლობა
„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო
კახა ოქრიაშვილი - დიახაც, არ იქნება სამართალი და სამართლიანი არჩევნები?! არ იქნება მშვიდობა!
ვაკის სპორტული კომპლექსი ერთადერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებაა, რომელმაც Med Award 2024-ის ჯილდო მოიპოვა
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლის ადვოკატი - ირაკლი გილაურის წარმომადგენელმა გიორგი კეთილაძემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოიპოვა ნათია ჯანაშიას დირექტორობიდან გადაყენების უფლება - დიდი ალბათობით, ის პასუხისგებაში მიეცემა