საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:01
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული  მწყემსი, მალხაზ კობაური „ინტერპრესნიუსს“ საპატიმროდან წერილს უგზავნის

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს.

„3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, - აცხადებს მსჯავრდებული.

კობაურის განმარტებით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ სამართალდამცავებს მისთვის ცნობილი ინფორმაცია არ მიაწოდა.

„მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა“, - განაცხადა კობაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა რაიან სმიტის დედისგან, ლინ სმიტისგან მიღებულ წერილს, რომელშიც მოკლულის დედა კობაურს “ბევრი ლოცვისკენ” მოუწოდებდა. წერილის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრას ვერ შეძლებს.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მისი მხრიდან წერილის მიღება. უამრავი ვარიანტი და მოსაზრება მქონდა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს მისთვის. სიმართლე გითხრათ, ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მასთან შეხვედრას ვერ გავბედავდი და ახლაც ვერ შევძლებ, თუმცა შემიძლია მის (რაიან სმიტის) ძმას შევხვდე. მგონია, რომ ის, როგორც მამაკაცი, უფრო გამიგებს და ნაკლებად ემოციური იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ისინი მათი ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ.

ამ ოჯახის მიმართ მადლობისა და პატივისცემის მეტი რა დამრჩენია. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს, ჩემზე არასწორი და ამაზრზენი ინფორმაცია მიაწოდეს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ გაბოროტდნენ და საკუთარ თავში იმის ძალა იპოვეს, რომ ჩემთვის ყველაფერი ეპატიებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მე უდანაშაულო ვარ, მესმის ის გარემოებაც, რომ ამის დამტკიცება მათთვის ძალიან რთულია. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის“, - აცხადებს კობაური.

ცნობისთვის, 2018 წელს, ხადას ხეობაში მკვლელობა მოხდა. რაიან და ლორა სმიტების, მათ შორის, მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა
კოლიერსი X არქტური – როგორი იქნება შენი სახლი სუბურბან საგურამოში? | კონცეპტუალური დიზაინები საჩუქრად კონკრეტული მიწის მფლობელებისთვის