აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის - თავიანთი სამშობლოს დამცველების და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების - სიმამაცითა და ქედუხრელობით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ „ტვიტერში“ წერს, სადაც უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს სანდუ.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 31 წლისთავს აღნიშნავენ.