საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
რუსლან სტეფანჩუკი - მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის სპიკერს ვიზიტისთვის - ჩვენ განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებაში უკრაინასა და საქართველოს შორის, რასაც ჩვენი ხალხი მოელის,- ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილვის თემა იყო აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციული მომავალი და ასევე, საქართველოს შესაძლო დახმარება უკრაინის აღდგენის პროცესში.

„მოხარული ვარ მივესალმო საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებაში უკრაინასა და საქართველოს შორის, რასაც ჩვენი ხალხი მოელის. ჩვენ განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციული მომავალი და ასევე, საქართველოს შესაძლო დახმარება უკრაინის აღდგენის პროცესში. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის სპიკერს ამ ვიზიტისთვის, რომელიც არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა“,- განაცხადა სტეფანჩუკმა.

ანდრო გოცირიძე - ის, ვინც ხელისუფლებაში რუსული ინტერესის გამტარებელია, კარგად ხვდება, რასაც აკეთებს - უნდა დაინერგოს მითი, რომ ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის მითითებით და რომ დასავლეთი ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2025
Render Group - საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია
BDO Digital და „ანაგი“ – ERP სისტემით ციფრული ტრანსფორმაციისკენ
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა