This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა.
აქციის წევრები სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინის და უკრაინელების მიმართ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაიკეტოს, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაუქმდეს პრორუსული მედია საქართველოში.
ამასთან, აქციაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. ისმის მხარდამჭერი შეძახილი - „დიდება უკრაინას!“.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარეობს ჰუმანიტარული აქცია და მოხალისეები უკრაინის მოქალაქეებისთვის საკვებს და საჭირო ნივთებს აგროვებენ.