საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია სლოგანით: “სოლიდარობა უკრაინას, რუსეთი ოკუპანტია" გაიმართა

,,სოლიდარობა უკრაინას, რუსეთი ოკუპანტია" - ამ სლოგანით ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და რიგითი მოქალაქეები 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ, რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსეთის დროშა საჯაროდ დაწვეს.

მათი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა.

,,ჩვენ მოვედით 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან და ყვავილებით შევამკეთ იგი. მე პირადად განმიახლდა ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტოში განვიცადეთ. მაშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილი დაიბომბა და მათ შორის იყო ქალაქი ფოთიც. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს", - განაცხადა საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", - ჟანა ჩაჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს