საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი და ასევე, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო და ენტერო ვირუსები. გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, პაციენტში ერთდროულად კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

„ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. წელს, ძირითადად პრევალირებს A ტიპის H3 ვირუსი და დაფიქსრებულია A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. შედარებით ნაკლებია რინოვირუსი, თავისთავად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა